ანალიტიკოსების თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში რიპლიმ თავისი ღირებულება თითქმის გააორმაგა.
რიპლის ფასი ზრდის ტენდენციას აჩვენებს. თუმცა კურსის მატების მიზეზი ექსპერტებისთვის ბოლომდე გასაგები არ არის. გასულ კვირას 11:00 საათიდან 3:00 საათამდე, რიპლის ღირებულება დაახლოებით 20%-თ გაიზარდა.
რიპლის ფასის მატებას, აშკარად, არ აქვს რაიმე სიახლესთან კავშირი.
თუმცა ამერიკული მედია აქტიურად წერს რიპლის გადახდის ქსელში, RippleNet-ში ამერიკის ბანკის ჩართვის შესახებ.
ამასთანავე, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ მთავარი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასის ზრდა სხვა ციფრული ვალუტების კურსებზეც მოქმედებს.
როგორც წესი, თუკი ბიტკოინის ფასმა მოიმატა ალტკოინების კურსიც იმატებს.
უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ, დღის მეორე ნახევარში, რიპლის ფასის ნიშნული 0.61 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 ნოემბერს, დღის ბოლოს, რიპლის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 28 მილიონ დოლარს შეადგენდა.