პარასკევს, 27 ნოემბერს კრიპტოვალუტების ფასები მცირე რყევას განიცდიდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დღის მეორე ნახევარში მდგომარეობა შედარებით გაუარესდა. ეს კი ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის ფასებმა კლების ტენდენცია აჩვენა.
დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 19.908 დოლარამდე შემცირდა. მანამდე კი კრიპტოვალუტის კურსი 17.200 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
ბოლო ერთი კვირის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის კურსი 7.24%-ით შემცირდა. ამ ეტაპზე ბიტკოინის საბაზრო წილი 62.3%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 0.66%-ით არის შემცირებული. ალტკოინის კურსი 500 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კი ეთერიუმის კურსის მაჩვენებელი 2.42%-ით არის გაუმჯობესებული.
შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 501.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.