Blockchain-ზე დაფუძნებული ობლიგაციების გაყიდვა დროებით გადაიდო

0
1455

ჩინური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, China Construction Bank-ის Blockchain-ზე დაფუძნებული მსხვილი საობლიგაციო სესხების გაცემის პროტოკოლი შეჩერებულია.

სამშენებლო კომპანიებისთვის განკუთვნილი ეს აქციები შეჩერდა შემდეგ შეტყობინებამდე, რაც იმას ნიშნავს რომ აქციების გაყიდვაც დროებით გადაიდო.

უნდა აღინიშნოს, რომ აქტივების მიხედვით China Construction Bank-ი სიდიდით მეორე ბანკია მსოფლიოში.

დაგეგმილი იყო 3 მილიარდ დოლარამდე თანხის შეგროვება ობლიგაციების გამოშვებით. თავდაპირველი გაყიდვა 58 მილიონი დოლარით უნდა დაწყებულიყო პარასკევს დაგეგმილი ვაჭრობისას.

დადგენილი იყო, რომ ობლიგაციები გამოიცემოდა ციფრული აქტივების სახით ეთერიუმის Blockchain-ზე, CCB- ის ოფშორული ფილიალის მეშვეობით.

აღნიშნული გაყიდვისას თითოეული სიმბოლოს ფასი 100 დოლარით იწყებოდა. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს, იქნებოდა ეს კერძო ინვესტორი, თუ მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი, შეეძლებოდათ ვაჭრობაში მონაწილების მიღება.

ამ ეტაპზე ოფიციალური მხარე თავს იკავებს შემდგომი განცხადების გაკეთებისაგან. უცნობია, თუ როდის განახლდება ან დაიწყება თუ არა, საერთოდ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი