ანალიტიკოსები: ბიტკოინისთვის 2021 წელი მომგებიანი იქნება

0
1638

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიტკოინის ფასის ანალიზი, რომელიც CitiFX–ის მიერ ინსტიტუციური კლიენტებისათვის მომზადდა, მიუთითებს პოტენციურ მაღალ ფასზე, 18,000 დოლარზე.

ანალიტიკოსების პროგნოზით, 2021 წელი ბიტკოინისთვის მომგებიანი უნდა იყოს.

ამასთანავე, Citibank–ის მმართველი დირექტორი, ტომ ფიცპატრიკი ბიტკოინის ფასის გრძელვადიან ანალიზსს აკეთებს და აცხადებს, რომ ფასი მოულოდნელ კორელაციას განიცდის.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ბიტკოინის მესამე დიდი აღმასვლა მიმდინარეობს, რომელიც პირველად 2010-2011 წელს იყო, რის შემდეგაც 9-10 წლიანი კოლაფსი განიცადა.

შემდეგი აღმასვლა ბიტკოინს 2015-2017 წლებში ჰქონდა. 2017 წლის ბოლოს ბიტკოინის კურსი 20.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

მიმდინარე ანალიზების თანახმად, ამჟამად, პროგრესი, რომელიც 2019 წელს დაიწყო უნდა გაგრძელდეს მომდევნო 4 წლის განამვლობაში, დაახლოებით 2022 წლამდე.

შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტის კურსის ასეთი გახანგრძლივებული ზრდა საკმაოდ შედეგიანი უნდა იყოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი