SkyBridge-ი ციფრულ ვალუტაში ინვესტიციას განახორციელებს

0
1345

საინვესტიციო კომპანია SkyBridge-ი არის ახლადდაარსებული კომპანია, რომელიც ციფრულ ვალუტაში ინვესტიციის ჩადებას აპირებს.

კომპანია Goldman Sachs-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ენტონი სკარამუჩის მიერ დაარსდა.

კომპანია აყალიბებს ჰეჯირების ფონდს, რომელიც მოიცავს ბიტკოინის ინვესტიციას.

”კომპანიას შეუძლია მოიძიოს დაფინანსება გარკვეული საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მიმდინარე ოპერაციების მუშაობას. ასევე მათთვის მიმზიდველი იქნება ისეთი სანვესტიციო ჯგუფების მოძიება, რომლებიც თანხას აბანდებენ პირველ რიგში კრიპტოვალუტაში და ასევე, განვითარებად ტექნოლოგიებში”,- აღნიშნული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წელია კომპანიებმა და ინვესტორებმა ფინანსების დაბანდება კრიპტოვალუტაში, განსაკუთრებით კი ბიტკონში, დაიწყეს.

პოლ ტუდორ ჯონსმა წელს შეიძინა ბიტკოინი. მან განაცხადა, რომ ის წინასწარ გრძნობს მომგებიან ინვესტიციებს. ამიტომ ჯონსის აზრით, ეს უკანასკნელი სწორედ ერთ-ერთი მათგანი იქნებოდა.

ინვესტორის თქმით, ეკონომიკური კრიზისის დროს ბიტკოინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი