Microsoft-ის ყოფილ ინჟინერს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა ცხრა წელი მიუსაჯეს 10 მილიონ დოლარზე მეტი ციფრული ვალუტის ქურდობის გამო.
ეს იყო პირველი კრიპტოვალუტის საქმე ამერიკაში, რომელიც საგადასახადო კომპონენტების უხეშ დარღვევას შეიცავდა.
ვაშინგტონში მცხოვრები უკრაინის 26 წლის ვოლოდიმირ კვაშიუკი იყენებდა თავისი თანამშორმლების პირად მონაცემებს და შემდგომში მათ ყიდდა, რაც სასამართლოს აფიქრებინებდა, რომ აღნიშნულ თაღლითურ სქემაში ის თანამშრომლებიც მოანაწილეობდნენ, რომელთა მოანაცემებიც დაისაკუთრა კვაშიუკმა.
რთული თაღლითური სქემის გამო, ამის საქმის გამოსაძიებლად შესაბამის ორგანოებს დიდი ხანი დასჭირდათ.
ვოლოდიმირ კვაშიუკმა თაღლითური გადარიცხების კვალი დაფარა. მან მოგიანებით განაცხადა, რომ ეს თანხა, რაც დაახლოებით 2.8 მილიონ დოლარს შეადგენდა, იყო გზავნელები და საჩუქრები მისი ნათესავებისაგან, რომელიც თავისი ანგარიშების გავლით გზავნიდნენ თანხას, სხვა ნათესავებთან.
კვაშუკი Microsoft-ში 2016 წლის აგვისტოდან მუშაობდა.
აშშ-ს ადვოკატთა ოფისის წარმომადგენელმა პროცესზე კვაშიუკს უთხრა: ”თქვენი დამქირავებლის გაქურდვა საკმაოდ ცუდია, მაგრამ იქურდო და ეს ისე წარმოაჩინოთ, თითქოს თქვენი თანამშრომელებიც და ნათესავებიც გარეული არიან საქმეში ეს ყველაფერი დაუშვებელ ზარალს აჭარბებს“.