Celsius-ის აქტივები გაორმაგდა

0
1365

კრიპტოვალუტის სესხების გამცემი კომპანია Celsius-ი აცხადებს, რომ უკნასკნელი ექვსი თვის განმავლობაში აქტივები საგრძნობლად გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა.

ამჟამინდელი მონაცემებით, კომპანიის კაპიტალი დაახლოებით 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ივნისის დასაწყისში კომპანიის აქტივი ერთ მილიარდ დოლარს გადასცდა, მაგრამ ბოლოდროინდელმა მონაცემებმა მსოფლიოს მასშტაბით კომპანიისადმი დაინტერესება დამატებით 215,000 ადამიანს გაუჩინა.

Celsius-ი კრიპტო ბაზარზე დიდი ხანი არაა რაც მოღვაწეობს, მაგრამ კომპანიას დიდი ისტორია აქვს ნაღდი ფულით გაცემული სესხების შესახებ.

ამჟამად, კომპანიის ბალანსზე შემდეგნაირად გადანაწილდა აქტივები: ნაღდი ფულის გარდა, კომპანია კრიპტოვალუტასაც აწარმოებს, რომელთა ღირებულება 680 მილიონ დოლარზე მეტია.

2018 წლის ივლისში დაარსების დღიდან Celsius-ი ირწმუნება, რომ მეანაბრეებს გადაუხადა 80 მილიონ დოლარზე მეტი.

გამოქვეყნებულ განცხადებაში Celsius-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, ალექს მაშკინსკი წერდა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი