აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ბიტკოინის ფასი გაიზარდა

0
1463

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ზრდა ფიქსირდება. ბიტკოინის ფასი ბოლო 7 დღის განმავლობაში 7%-ით არის გაზრდილი.

12 ნოემბრის დღის ბოლოს ბიტკოინის კურსი 16.083 დოლარს შეადგენდა.

ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს ახალი ნახტომია ბიტკონის ფასისათვის. მათ მაგალითად მოჰყავთ 2016 წლის პერიოდი, როდსაც წინა არჩევენების ფონზეც გაიზარდა ბიტკოინის ფასი.

თუმცა ამჟამად საფიქრებელია ის ფაქტი, თუ რამდენად მოხვდება ბიტკოინი ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებში.

ანალიტიკოსების თქმით, ბიტკოინის შემდეგი ბარიერი 17.000 დოლარი იქნება.

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს ბიტკოინი უბრალოდ არ მოსწონდა. 2019 წლის ივლისში, დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა პოსტი, რომელშიც კატეგორიულად განაცხადა, რომ ის არ იყო ბიტკოინის გულშემატკივარი.

მისი აზრით, კრიპტოვალუტა ფულის სახეობას არ წარმოადგენს და ციფრული ვალუტის ღირებულება ძალზე ცვალებადია.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ციფრული ვალუტების და Blockchain-ის შესახებ მკაფიო მარეგულირებელი სისტემის შექმნა.

უკვე არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კი დიდი ალბათობით, ბიტკოინის მომხრეა. ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენი ხშირად არ საუბრობდა, მაგრამ მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნავდა, რომ ტექნოლოგიისა და ინოვაციის მომხრეა.

გარდა ამისა, პოლიტიკურ მოქმედებათა კომიტეტმა, რომელიც ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიას ემსახურებოდა, ბიტკოინის შემოწირულების მიღება 2016 წელს დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი