მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ანგარიში Blockchain ტექნოლოგიის შესახებ უკვე გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსები მსოფლიო მასშტაბით Blockchain პროექტებს “პერიოდულ ცხრილად” აჯგუფებენ, რაც გლობალურ ვაჭრობაში ტექნოლოგიის გამოყენების ანალიზის საშუალებას იძლევა.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ და Trade Finance Global-მა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც Blockchain პროექტების შესახებ საერთაშორისო ვაჭრობაში გამოყენებას ეხება.
პერიოდული ცხრილის ორიგინალი გამოცემა 2019 წლის ზამთარში გამოქვეყნდა. მას შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა: პანდემიის მიუხედავად, ცხრილში გამოყენებული რამდენიმე ინდიკატორი აჩვენებს, რომ მსოფლიოში Blockchain სავაჭრო ინოვაციების პროექტები სულ უფრო და უფრო იმატებს.
პროექტების ვადა ერთიდან ხუთამდე შეაფასეს 2019 წლის დეკემბერში საშუალოდ 2.3-ად. ამ თვის მონაცემებით, იგივე მაჩვენებელი 3.3-ს შედაგენს. ანგარიშის თანახმად, Blockchain ტექნოლოგიას ძირითადი სარგებელი საერთაშორისო ვაჭრობის პერსპექტივიდან აქვს.
პირველ რიგში, ტექნოლოგია გამჭვირვალობას აძლიერებს. ასევე მხარს უჭერს ანალიტიკოსებს, რაც სასარგებლოა პროდუქციის ნამდვილობის უზრუნველსაყოფად და მომხმარებლის ნდობის გასაზრდელად.