Crypto Exchange BLOX–მა საქმიანობა ნიდერლანდებში დაიწყო. ეს არის პირველი პლატფორმა, რომელმაც მუშაობს მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანამ ევროკავშირის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის დირექტივა აამუშავა.
”BLOX არის მომხმარებელზე ორიენტირებული პირველი კრიპტოვალუტის კომპანია, რომელიც შევა ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის რეესტრში.
ეს რეგისტრაცია სავალდებულოა ნიდერლანდებში ყველა კომპანიისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეიძინონ, გაყიდონ, ივაჭრონ და ფლობდნენ კრიპტოვალუტებს”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ევროკავშირის დირექტივა, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 9 ივლისს, ახალ სამართლებრივ ბაზას ადგენს, რომელიც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას ეხება. დირექტივა კრიპტოვალუტების რეგულაციის საკითხსაც მოიცავს.
უფრო კონკრეტულად, დირექტივა ვრცელდება კრიპტოვალუტის პლატფორმებსა და კრიპტო-საფულის პროვაიდერებზე, რომელთა მთავარი მოვალეობაც არის მომხმარებელთა დაცვა.
გარდა ამისა, ევროკავშირის დირექტივა ტერორიზმის დაფინანსებას განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულს. ასეთ დროს კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ციფრული ვალუტის რეგულირების საკითხს.
შეგახსენებთ რომ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონში ცვლილების შეტანის ვადა 2020 წელია.