პროკურორები ICO- ს თაღლითურ სქემაზე მკაცრ განაჩენს ითხოვენ

0
1384

აშშ-ს ფედერალური პროკურორები ცდილობენ მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი შეეფარდოს მათ, ვინც 2017 წელს ბიტკოინის თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა. სქემა Centra Tech-ის გავლით ხორციელდებოდა.

სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას, რადგან აღნიშნული მონეტები იყო ყალბი და “სელებრითებს” პოპულარიზაციისთვის იყენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ “სელებრითები” ნამდვილად მონაწილეობდნენ ამ საქმეში, მაგლითად ფლოიდ მანი მეივეზერი და დიჯეი ხალიდი, ისინი ხელს უწყობდნენ ამ თაღლითურ სქემას და დიდი ალბათობით სასჯელის თანამონაწილეები გახდებიან.

მთავრობა მოითხოვს, რომ აშშ-ს საოლქო პროკურორმა, ლორნა შოფილდმა სასჯელი მოითხოვოს Centra Tech-ის თანადამფუძნებელისთვის თაღლითური სქემის მხარდაჭერის გამო.

აღნიშნული სასჯელიც ასევე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

”მიუხედავად იმისა, რომ ლეგალური ICO წარმოადგენს კაპიტალის შეგროვების ახალ და ეფექტურ საშუალებას, თაღლითური ICO-ს წარმოება კი იწვევს ინვესტორთა ნდობის დაკარგვას. რაც ასევე ართულებს მონეტარულ ემიტენტების მოპოვებას და კაპიტალის შეგროვებას ციფრული აქტივების ბაზრების საშუალებით”,- განაცხადა პროკურატურამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი