3 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1246

სამშაბათს, 3 ნოემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ გაუმჯობესდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კურსის ზრდა ყველა კრიპტოვალუტას არ შეხებია.

ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 2%-ით არის გაუმჯობესებული. გუშინ, დღის ბოლოს ბიტკოინის ფასი 13.722 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

აღსანიშნავია რომ, წინა დღეების მაჩვენებელთან შედარებით ეს აშკარად ზრდის ტენდენციის პირველი ნიშანია.

ანალიტიკოსები კი ელოდებიან, რომ 2020 წლის ბოლომდე ბიტკოინი 14.000 დოლარის ზღვარს გადალახავს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი მხოლოდ 0.69%-ით არის გამოუმჯობესებული.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი ზრდის ნაცვლად შემცირდა.

3 ნოემბერს ეთერიუმის კურსის ნიშნული კვლავ 380 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. დღის განმავლობაში მიღებულმა დანაკარგმა კი 0.15% შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 3 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 396.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი