პანდემიის ფონზე სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება ციფრული ვალუტა.
“კაცობრიობაში მომხდარი ცვლილებები ამოქმედებულია და ეს შეუჩერებელია. იმის გამო, რომ ბიტკოინი ადამიანებს გონებას “ალაგებს”, ის მოთხოვნადი გახდება”,-განაცხადა ტელეწამყვანმა მაქს ქეიზერმა.
უნდა აღინიშნოს, რომ მაქს ქეიზერმა გაზაფხულზე უორენ ბაფეტი გააკრიტიკა.
მისი აზრით, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი, უორენ ბაფეტი რეპუტაციას ინადგურებს იმით, რომ ბიტკოინის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი.
ბიტკოინის მფლობელი მილიარდერი ტყუპი ძმები კამერონ და ტეილორ უინკლევოსები კრიპტოვალუტის კურსის პროგნოზისას აცხადებენ, რომ 10-20 წელიწადში ბიტკოინის ფასი ახლანდელზე 30-40-ჯერ მეტი იქნება.
ბიტკოინის ფასის ცვლილება ძმებს აფიქრებინებს, რომ მომავალში ბიტკოინის კაპიტალიზაცია 5 ტრილიონი დოლარი გახდება. ისინი შედარებას ოქროს მომავლის კაპიტალიზაციასთანაც აკეთებენ, როდესაც ოქროს ბაზრის კაპიტალიზაცია 7 ტრილიონი დოლარი იქნება.
თუმცაღა, უინკლევოსები ამბობენ, რომ ბიტკოინი აუცილებლად დაძირავს ოქროს.
“კრიპტოვალუტა ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი ადამიანთა შორის გარიგებებისათვის… მაგრამ როდესაც ერთი მექანიზმით შესაძლებელია მეორე მექანიზმზე სავაჭრო ოეპრაციების განხორციელბა-ეს არის ეკონომიკური ღირებულება”,- აღნიშნა ტეილორ უინკლევოსმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე ბიტკოინის ირგვლივ გამართული დისკუსიის შესახებ.