ფილიპინების ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის კვლევას აგრძელებს

0
1434

ფილიპინების ცენტრალური ბანკის მმართველმა, ბენიამინ დიოკნომ განაცხადა, რომ ბანკი ციფრული ვალუტის კვლევას აგრძელებს.

ზაფხულის განმავლობაში, Bangko Sentral Pilipinas–მა დაადასტურა, რომ სამუშაოებს ატარებდა საკუთარი სტაბილკოინის შექმნაზე. ბანკი ციფრული ვალუტის შესაძლებლობასა და გავლენას იკვლევდა.

ჯერჯერობით, ბანკის კვლევამ მოიცვა ძირითადი საკითხები სტაბილკოინის შესახებ, რაც ყურადღებას ამახვილებს მონეტარული პოლიტიკის გავლენაზე, საკანონმდებლო სისტემაზე, გადახდასა და ანგარიშსწორების სისტემებზე, ფინანსურ ჩართულობასა და მარეგულირებელ ზედამხედველობაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ბენიამინ დიოკნომ უარყო შესაძლებლობა, რომ სტაბილკოინი უახლოეს მომავალში გამოიცემა.

ბანკის მმართველმა აღნიშნა, რომ ფილიპინების ცენტრალური ბანკის კვლევამ შეიძლება ისარგებლოს ქვეყნის კერძო სექტორის ციფრული ვალუტების ბიზნეს მოდელების შესწავლით.

ცენტრალური ბანკი გეგმავს შეისწავლოს ქვეყნის არსებული გადახდის სისტემის გაუმჯობესების გზები და გამოიყენოს სხვა ცენტრალური ბანკების გამოცდილება.

ფილიპინებში სტაბილკოინის შექმნის იდეა ცენტრალური ბანკის ციფრული გადასახადების ტრანსფორმაციის საგზაო რუქის ფონზე გაჩნდა, რომლის მიზანია 2023 წლისთვის საცალო გადასახადების 50%-ის ციფრულ ფორმაში გადაყვანა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი