ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა შესაძლოა, გლობალური გახდეს

0
1374

ბაჰამის კუნძულების ცენტრალურ ბანკს სურს თავისი ციფრული ვალუტა გლობალური გახადოს.

ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკის ელექტრონული გადაწყვეტილებების მენეჯერის თანაშემწე, ბობი ჩენი ამტკიცებს, რომ ბაჰამის კუნძულების ციფრული ვალუტა საბოლოოდ უნდა იყოს თავსებადი სხვა გლობალურ ვალუტებთან.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Nassau Guardian-ი ავრცელებს.

”ამ დროისთვის ის მხოლოდ შიდა პირობებში გამოიყენება, მაგრამ საბოლოოდ ვმუშაობთ გამოსავალზე, რომელიც მას სხვა გლობალურ ვალუტებთან თავსებადს გახდის”,- განაცხადა ბობი ჩენმა.

კლეოპატრა დევისმა, სტაბილკოინის საბანკო საქმის ხელმძღვანელმა, ასევე აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის სხვა საფულეებთან ურთიერთქმედება არის მთავარი მიზანი.

მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს კრიპტოვალუტას გადაადგილებას მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ტრადიციული ვალუტის კონვერტაციას.

დევისმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი COVID-19 დროს, რადგან მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სტალბილკოინი ყოველგვარი ფიზიკური ურთიერთქმედების გარეშე გამოიყენონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი