გამოკითხვა: ბიტკოინს ამერიკელების მხოლოდ 7% იყენებს

0
1217

Statista–ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბიტკოინს ამერიკელთა მხოლოდ 7% იყენებს. ეს შედეგი აჩვენებს, რომ ბიტკოინი ჯერ კიდევ თავის დამკვიდრებას ცდილობს.

10T Holdings-ის თანადამფუძნებელმა, დენ ტაპიერომ განაცხადა, რომ ბიტკოინი კვლავ არის აქტივების ახალი კლასის “დაბადების” ფაზაში.

თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ბიტკოინს აქვს ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი. მათი პროგნოზი იმ ინვესტორების პოზიციასთან მოდის ახლოს, ვინც მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ერთადერთი უსაფრთხო აქტივი გახდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა ბიტკოინის დიდი რაოდენობა შეიძინეს. ასე მაგალითად, MicroStrategy-მ და Stone Ridge-მა 425 მილიონისა და 110 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინეს.

აპრილში Paxful-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების უმეტესობა კრიპტოვალუტას განიხილავს, როგორც არსებული ფინანსური სისტემის ალტერნატივას.

მას, ვისაც გარკვეული ინფორმაცია აქვს ციფრული ვალუტის შესახებ, კორონავირუსის პანდემიის ფონზე კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.

გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ტრადიციული ფინანსური სისტემის კრიზისი ხელს შეუწყობს ციფრული ვალუტის სექტორს.

კორონავირუსის პანდემიის დროს გამოწვეული კრიზისი ადამიანებს უბიძგებს ბიტკოინის, როგორც ალტერნატიული საშუალების გამოყენებისკენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი