რუსეთში არაერთმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გამოხატა ინტერესი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტესტირების შესახებ. ციფრული ვალუტის გამოშვება 2021 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი. აღნიშნული ტესტირებით დაინტერესებულია ხუთი რუსული ბანკი.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Izvestia ავრცელებს.
ბანკების ჩამონათვალში შედის „პრომსვიაზბანკი“, მოსკოვის საკრედიტო ბანკი, კომერციული ბანკი „ზენიტი“, იპოთეკური ბანკი Dom.RF და ყირიმის რუსეთის ეროვნული კომერციული ბანკი. როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელს სურს აქტიურად ჩაერთოს პირველ სატესტო გაშვებაში.
ანგარიშის თანახმად, ცენტრალური ბანკი განიხილავს ციფრული რუბლის გამოყენებას ხელფასებისა და შეღავათების გადასაცემად, ვალუტის საჯაროდ მიღების შემდეგ.
რუსეთის ბანკის ცნობით, მომხმარებლებს შეეძლებათ მომავალი ციფრული ვალუტის შენახვა და გადარიცხვა საბანკო ბარათის ანალოგის საშუალებით. ციფრული რუბლის მისაღებად სავაჭრო ობიექტებს მოუწევთ განათავსონ შესაბამისი გადახდის ტერმინალები.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა, ანატოლი აქსაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა შექმნას ციფრული ვალუტა.
შეგახსენებთ რომ, აგვისტოს შუა რიცხვებში, აქსაკოვი ამტკიცებდა, რომ კრიპტოვალუტით გადახდის დაკანონება ფინანსური სისტემის განადგურებას ნიშნავდა.