Grayscale-ი: ინსტიტუციონალური ინვესტორები ბიტკოინს ფლობენ

0
1201

Grayscale–ის კვლევის თანახმად, ინსტიტუციონალური ინვესტორები ციფრულ ვალუტაში მსხვილ კაპიტალს ფლობენ.

კრიპტო აქტივების სადაზღვევო კომპანიის, Evertas-ის დაკვეთით ჩატარებულმა ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინსტიტუციური ინვესტორები აპირებენ მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი ფსონი ბიტკოინში.

50 ინსტიტუციონალური ინვესტორის გამოკითხვის შემდეგ, რომლებიც ერთობლივად მართავენ 78 მილიარდ დოლარზე მეტ ქონებას შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში, დადგინდა: მონაწილეთა 26% მიიჩნევს, რომ საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები, საოჯახო ბიზნეს კომპანიები კრიპტოვალუტაში თავიანთ წილს გაზრდიან.

მონაწილეთა 64% კი მიიჩნევს, რომ ურთიერთქმედების ზრდა იქნება ზომიერი, მაგრამ ჯგუფი ასევე ელოდება, რომ ჰეჯ-ფონდები უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული კრიპტოვალუტის ოპერაციებში.

გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ ჰეჯ-ფონდები მკვეთრად გაზრდის კრიპტოვალუტის მფლობელების რიცხვს.

როგორც ცნობილია, Galaxy Digital-ი 16,551 ბიტკოინს ფლობს, რომლის ღირებულებაც 189,1 მილიონი დოლარია.

საერთო ჯამში, 13 კომპანიას თითქმის 600,000 ბიტკოინის მფლობელია. ბიტკოინის საერთო ღირებულება 6,86 მილიარდი დოლარია.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Grayscale-ი კვლავ რჩება ბიტკოინის უდიდეს მოთამაშედ, რომლის კონტროლის ქვეშ 449,596 ბიტკოინია, რომლის საერთო ღირებულება 5,14 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი