კრიპტოგადახდების ქსელს, რომელშიც რეგისტრირებულია 4 მილიონი მომხმარებელი, რიპლი, Cardano და Binance-ი შეურთდა.
ქსელი ევროპის Blockchain პროექტს წარმოადგენს.
კრიპტო პროექტი პარტნიორებს: Binance-ს, რიპლისა და Cardano-ს დაეხმარება, რადგან ჯგუფი ყურადღებას გაამახვილებს Blockchain-ის პოპულარიზაციასა და განათლებაზე. ეს კი ევროკავშირს ინოვაციების გლობალური ლიდერების სიის სათავეში მოაქცევს.
Blockchain for Europe მიზნად ისახავს დაეხმაროს ამ სექტორის ბიზნესს, რათა ბიზნესმა გავლენა მოახდინოს სავაჭრო პოლიტიკის შემუშავებაზე.
აღსანიშნავია რომ, რამდენიმე თვის წინ ნიდერლანდურმა პროექტმა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით ყალბი ამბების გავრცელებას ებრძვის ევროკომისიის პრიზი, “Blockchain-ი სოციალური სიკეთისთვის” დაიმსახურა.
გარდა გამარჯვებულის გამოვლენისა, ევროკავშირის ინოვაციების საბჭომ 5 მილიონი ევროთი, რაც დაახლოებით 5,6 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია, ექვსი Blockchain პროექტი დააფინანსა.
ევროკომისიის ინოვაციების საბჭოს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პრიზის დაწესება და გამარჯვებულის გამოვლენა Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას ხელს შუწყობს.
განცხადების თანახმად, ტექნოლოგია წარმატების მომტანი იქნება ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა ვაჭრობა და ფინანსები.