9 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    პარასკევს, 9 ოქტომბერს, CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით ბიტკოინმა 11.000 დოლარის ნიშნული დაიბრუნა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცალსახად დადებითი ნიშანი იყო ციფრული ვალუტების ბაზრისათვის.

    დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოები 1.47%-ით გაიზარდა და 11.037 დოლარის ნიშნულს მიაღწია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინზე ვაჭრობა 10.923 დოლარზე გაიხსნა.

    მნიშვნელოვანია, რომ გასული კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 4.63%-ით იყო მომატებული.

    რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი არის უმსხვილესი კრიპტოვალუტა, რომლის ბაზრის კაპიტალიზაციაც 41 მილიარდ დოლარს შეადგენს. გასული 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 3.4%-ით გაიზარდა. ფასმა კი 363 დოლარი შეადგინა.

    ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას ალტკოინის ფასის მაჩვენებელი 4.56%-ით გაიზარდა.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 9 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 350 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *