მალაიზიაში კრიპტოვალუტის პოტენციალს აფასებენ

0
1317

შარიათის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ მალაიზიაში კრიპტოვალუტას დიდი პოტენციალისმქონე აქტივი უწოდა.

ისლამური კანონის თანახმად, ციფრული აქტივებით ვაჭრობის შესახებ ნებადართული საეტაპო გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის შემდეგ, მალაიზიაში თეოლოგები ამბობენ, რომ კრიპტო საინვესტიიოდ მისაღები ვალუტა გახდება.

მალაიზიის ფასიანი ქაღალდების კომისიის შარიათის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, დოქტორ მოდ დაუდ ბაქარმის განცხადებით, კრიპტოვალუტას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ მისი ძირითადი დაბრკოლება არის ინფორმირებულობის სიმწირე.

კუალა-ლუმპურში, SCxSC Fintech-ის კონფერენციაზე გამოსვლისას, მან თქვა, რომ მალაიზიელთა მხოლოდ 2%-ს აქვს ცოდნა კრიპტოვალუტების შესახებ.

ბაქარმის თქმით, იმის გამო, რომ კრიპტოვალუტა რელიგიური კანონის თანახმად არ ითვლებოდა კანონიერ საშუალებად, იგი მომხმარებლის მხრიდან შეიძლება განიხილებოდეს იმ სახის საქონლად, რომელთან საქმის დაჭერაც ჯერ კიდევ მიუღებელია, რადგან აქამდე მხოლოდ ოქროსთან და ვერცხლთან ჰქონდათ მომხმარებლებს კავშირი.

თუმცა მან ასევე დასძინა, რომ დაინტერესების შემთხვევაში ისინი ვერ და არ შეაჩერებენ ადამიანებს, რადგან კრიპტოვალუტაც ისეთივე გავცლითი საშუალებაა, როგორც სხვა საქოლნელი და ეს ისეთივე სანდოა, როგორც საბანკო ელეტქრონული საფულე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი