კანადის ერთ-ერთ ქალაქში ბიტკოინის ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა

0
1271

კანადის ქალაქ კელოუნაში არსებული ხორცის მაღაზია დაზიანდა იმის გამო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბიტკოინის ბანკომატის გატეხვა და თანხის მოპარვა ვერ შეძლეს მძრცველებმა.

მათ იმედი ჰქონდათ, რომ ან თახნას აიღებდნენ ან კრიპტო მონეტებს, თუმცა ვერცერთი ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ ღამის სამ საათზე ადგილიდან მიმალვის დროს მანქანით მაღაზიის კედელს დაეჯახნენ.

მაღაზიის მფლობელი აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, კლიენტები წინასწარ შეკვეთილ ხორცს თავის დროზე ვერ მიიღებენ, რადგან ზარალი რამდენიმე ათას დოლარს შეადგენს. თუმცა დაზღვევის ხარჯზე მისი დაფარვა მოხერხდება.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელსაც მსგავსი მეთოდით სცადეს ბიტკოინის ბანკომატის გატეხვა. მძარძველები მაშინ უფრო წარმატებულები აღმოჩდნენ, რადგან მოახრხეს გატეხვა, წაღებულ იქნა 4000 კანადურ დოლარამდე თანხა.

თუმცა 50 000 დოლარის ოდენობის ბიტკოინის მონეტები ადგილზე დარჩათ, როგორც ჩანს, აღნიშნულ მძარძველებში ციფრული ვალუტის მონეტებმა, მიუხედავად მისი ოქროსფერი შეფერილობა ინტერესი ვერ გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი