ვენესუელა პირველ Blockstream ბიტკოინის სატელიტის კვანძს გაუშვებს.
სამხრეთ ამერიკაში დაფუძნებული ბიტკოინის სერვისების სტარტაპმა ახლახანს პირველი ბიტკოინის კვანძი გაუშვა, რომელიც დაკავშირებულია Blockstream სატელიტურ ქსელთან ვენესუელაში.
Cryptobuyer-ის ბლოგის თანახმად, კვანძის გაშვება განაახლებს ბიტკოინის Blockchain-ს ვენესუელას მომხმარებლებისთვის, ლოკალურ ინტერნეტ კავშირზე დამოკიდებულების გარეშე.
კრიპტო სასწავლო კურსების პროვაიდერმა AnibalCripto მ განალაგა კვანძი, ხოლო CryptoBuyer–მა ფინანსური და ლოჯისტიკური მხარდაჭერა უზრუნველყო.
”24/7 ყოველთვის ხელმისაწვდომი ციფრული ფულის სისტემის არსებობა, ადგილობრივი ინტერნეტ ინფრასტრუქტურისგან დამოუკიდებლად, ახლა რეალობაა. ამ განვითარებით, ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებული ადგილობრივ ინტერნეტ პროვაიდერზე, რომელიც შეიძლება არღვევდეს ჩვენი მომხმარებელების კონფიდენციალურობას და დეცენტრალიზაციის პრინციპებს”,-აღნიშნა AnibalCripto-ს გენერალურმა დირექტორმა, ანიბალ გარიდომ
CryptoBuyer– ის აღმასრულებელი დირექტორის ხორხე ფარიასის თქმით, კვანძის დამატებას მოაქვს უარავი შესაძლებლობა, რადგან 2017 წლის მონაცემებით ვენესუელას უფიქსირდბდა მსოფლიოში ყველაზე დაბალი ინტერნეტ სიჩქარე, 2.8 Mbps.