ჩინეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი Blockchain პროექტი, საერთაშორისო ინტეგრაციის შესახებ Tezos პროგრამულ სისტემაში ინტეგრირდება.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, პირველი Tezos Blockchain პლატფორმა BSN International-ის გლობალურ პლატფორმაზე განთავსდა.
ინტეგრაციის გამო, მთელ მსოფლიოში დეველოპერებს ახლა შეუძლიათ წვდომა Tezos–ის პროტოკოლზე BSN–ის გლობალური საზოგადოებრივი ქალაქის კვანძების გამოყენებით.
BSN–ის თანახმად, არსებობს სამი გლობალური საზოგადოებრივი ქალაქის კვანძი, რომლებიც ინტეგრირებულნი არიან Tezos Blockchain-ზე.
BSN–ის გლობალური საზოგადოებრივი კვანძები მოიცავს ჰონგ კონგში, კალიფორნიასა და პარიზში არსებულ კომპანიებს.
იმისათვის, რომ მომხმარებლებმა განათავსონ და მართონ საკუთარი ნებადართული ქსელები BSN International–ზე, დეველოპერებმა უნდა შექმნან ანგარიში ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
ამ გზით BSN–ი მისცემს წვდომას დეველოპერებს გლობალური მასშტაბის ქსელზე და ასევე გარანტიას მათ უსაფრთხოებაზე.
შეგახსენებთ რომ, Blockchain– ზე დაფუძნებულმა სერვისულმა ქსელმა, BSN-მა თავის ეკოსისტემაში სამი ცნობილი Blockchain კომპანია დაამატა.
ეკოსისტემის ნაწილი გახდა: Algorand-ი, ShareRing-ი და Solana.