Samsung-ის Blockchain პროექტი ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ერთვება

    Samsung-ის ახალი Blockchain პილოტი ფარმაცევტულ ინდუსტრიას დაეხმარება.

    Samsung SDS ნოემბერში ჩაატარებს საპილოტე პროექტს Blockchain-ზე მომუშავე მედიკამენტების განაწილების მენეჯმენტის შესამოწმებლად. ამ ტესტების მიზანია წამლების თვალყურის დევნის პროცესში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

    პროექტს “წამლის დისტრიბუციის ისტორიის თვალყურისმადევნებელი ინოვაციური ტექნოლოგია” ერქმევა.

    Samsung SDS-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ მიიღეს რამდენიმე განცხადება „პილოტებზე“ სამხრეთ კორეის უსახელო ფარმაცევტული კომპანიების, დისტრიბუტორებისა და სამედიცინო დაწესებულებებისგან.

    Samsung ESS– ის უფროსმა მკვლევარმა, ლი იუნ – იანგმა განაცხადა, რომ საპილოტე პროგრამების პერიოდი სამიდან ექვს თვემდე გაგრძელდება:

    ”მედიკამენტების განაწილების ისტორიის მართვის სერვისის საშუალებით შესაძლებელია წესების დაცვა და ბიზნესის ინოვაცია, პროდუქტის სპეციფიკური ისტორიის მართვის, რეალურ დროში განაწილების ისტორიის თვალყურისდევნების და ავტომატური ანგარიშგების ფუნქციების გამოყენებით.”

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *