ეთერიუმის Blockchain-ის ეკოსისტემა სულ უფრო და უფრო ვითარდება

0
1335

ეთერიუმის Blockchain-ის ქსელური ეკოსისტემა ვითარდება.

ამჟამად აშშ-ში დაწყებული პროექტი ორიენტირებულია ქსელებს შორის ურთიერთქმედებასა და ქსელური საკრედიტო შეფასებების გზით სესხების ეკოსისტემის განვითარებაზე.

სესხის გაცემის პროტოკოლი აგებულია Blockchain-ზე. ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, პლატფორმაზე უკვე 180 მილიონი დოლარის კრიპტო აქტივია განთავსებული.

ქსელური ეკოსისტემის ექსპერტმა, ერიკ პინოსმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ პროექტის უნიკალურობა არის ეთერიუმის Blockchain-ზე დაფუძნებული სესხების გაცემის უზრუველყოფა.

პროგრამა თითოეული მომხმარებლის ქსელურ აქტივობას აანალიზებს და იმაზე დაფუძნებით, თუ როგორ ახდენს ის ფინანსების განკარგვას ანიჭებს მას ქულას, შემდგომ კი განუსაზღვრავს გირაოს რაოდენობას სასურველ სესხზე.

ქსელური აქტივობის მიხედვით სესხის ამღებ პირს ზედმეტი უზრუნველყოფისა და თავდებით სხვა პირის პროცესში ჩართვა აღარ მოუწევს.

მან უბრალოდ უნდა წარადგინოს აღნიშნული აქტივობის ჩანაწერებით მინიჭებული ქულა და დაანგარიშება ავტომატურად მოხდება.

ერიკ პინოსმა აღნიშნა რომ ეს ფუნქციაც გამარტივების პროცესშია, რათა მომხმარებელს არაფრის წარდგენა არ დასჭირეს.

ის ასევე იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროცესი მომხარებლების ზრდას შეუწყობს ხელს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი