Binance-ის აშშ-ს ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი: პანდემიის დროს კრიპტოვალუტა ბიზნესისთვის ერთადერთი გამოსავალია

0
1241

Binance-ის აშშ-ს ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა ციფრულ აქტივებს ბიზნესისთვის პანდემიისადმი მდგრადი გადაწყვეტილება უწოდა.

კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის შეერთებული შტატების ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი, კეტრინ კოლი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტა ბიზნესისთვის ერთადერთი გზა არის.

Bloomberg-თან საუბრის დროს კეტრინ კოლიმ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტას აქვს შესაძლებლობა იყოს რელურად გამოყენებადი ყველა თანამედროვე რეგულაციების და სპეკულაციების მიღმა, რაც გულისხმობს იმას რომ ციფრული ვალუტა არის პანდემიის პირობებში საშუალება ბიზნესმა აწარმოოს და პროდუქცია და შეინარჩუნოს მდგრადობა. ასევე კრიპტოვალუტის კომპანიებს შუძლიათ ისეთი საბანკო პროგრამების შეთავაზება მომხმარებლისათვის როგორიცაა იპოთეკური სესხი.

“თუ თქვენ კომპანიას აშენებთ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და არ განიხილავთ ციფრულ აქტივებს რეალისტურად, ესეიგი თქვენ სიბნელეში მიაბიჯებთ”,-აღნიშნა Binance-ის შეერთებული შტატების ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Bloomberg-თან ინტერვიუს დროს კეტრინ კოლიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კრიპტოვალუტის ბიზნესმა მოხმარებლებისთვის ინფორმაციის გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი