სამხრეთ კორეის ბანკი ტრანზაქციებს რიპლის საშუალებით განახორციელებს

0
2225

სამხრეთ კორეის ბანკი Woori აპირებს უკვე ამ წლიდან ტრანზაქციები რიპლით განახორციელოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება ChosunBiz-ი ავრცელებს.

იანვარში წარმატებული დატესტვის შემდეგ ციფრული სტრატეგიის დეპარტამენტი უკვე მსოფლიო მასშტაბებზე გადის. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის საგამოცდო პროცესში 37 კომპანია, მათ შორის იაპონიის SBI Group-იც ჩართული იყო.

სამხრეთ კორეის მეორე უმსხვილესი ბანკი შინჰანიც ასევე, პროექტის მონაწილე იყო.

“იმის გამო, რომ გამოცდის შედეგები კარგი იყო, იაპონიაში ამ პროექტით ბევრი ბანკი დაინტერესდება”,- განაცხადა Woori-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მსხვილი ბანკი და ინტერნეტ ბანკები პროექტს პრაქტიკაში მალე განახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ Western Union-მა გამოაცხადა, რომ გადარიცხვებისას რიპლის გამოყნებას გეგმავს, რათა ამით შეამციროს დანახარჯები და საზღვარგარეთ ტრანზაქციის ხანგრძლივი პროცესი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი