ჩინეთში Blockchain სექტორი უფრო და უფრო ვითარდება

0
1156

Blockchain Services Network-მა, რომელიც ჩინეთში არის უდიდესი Blockchain ინფრასტრუქტურის ინიციატივა, შეიმუშავა სხვადასხვა Blockchain-ით დაკავშირების ციფრული კოდი, ანუ საკონტაქტო ენა.

აღნიშნული კოდები დაწერილია ამერიკული ციფრული აქტივის მართვის კომპანიების მიერ და ისინი მხარს უჭერენ ჩინეთს მის განორციელებაში.

პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით, ეს იქნება “ექსკლუზიური სტანდარტი” დეცენტრალიზებული პროგრამების, ანუ DApp-ების შესაქმენლად.

ინტეგრაცია საშუალებას მისცემს DApps-ის თავსებადობას, მიუხედავად ქსელში დანრგილი Blockchain კოდებისა.

განცხადების თანახმად, Red Date Technology-ი და Digital Asset-ი პირველი DAML პილოტის დასრულებას 2020 წლის ნოემბრისთვის გეგმავს.

პილოტი მოიცავს DAML აპლიკაციის გამოყენებას, რომელიც თანამშრომლობს ორ ბლოკ-ქსელთან – IBM’s Hyperledger Fabric-თან და WeBank’s FISCO BCOS-თან.

პროგრამა შემდგომ ინტეგრირდება მთავარ ბაზაში.

შეგახსენებთ რომ, Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტო მონაცემების პლატფორმა LongHash–ის კვლევის თანახმად, ჩინეთში 2020 წელს Blockchain კომპანიების რიცხვი გაიზარდა.

კომპანიის განცხადების მიხედვით, იანვრიდან ივლისის ჩათვლით 10.000-ზე მეტმა Blockchain კომპანიამ მუშაობა დაიწყო.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთში Blockchain-თან დაკავშირებული კომპანიების ამჟამინდელი რაოდენობა 2017-2018 წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზეა.

მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებულია 84,410 კომპანია და აქედან 29,340 ოფიციალურად ფუნქციონირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი