კიბერშეტევის მზარდი რაოდენობის გამო ქლაუდ სერვერები ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშაა

0
1229

კიბერ უსაფრთხოების კომპანიის, Aqua Security-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ქლაუდ სერვერები ჯერ კიდევ რჩება ჰაკერების მთავრ სამიზნედ.

ამ უკანასკნელით კი მაინინგის მოყვარული მომხმარებელი სარგებლობს. ამიტომაც ისინი ხშირად კიბერ დარტყმის ქვეშ არიან.

ერთ-ერთ ქლაუდ სერვერის მენეჯერი აცხადებს, რომ 2019 წლიდან დღევანდელ დღემდე შეტევების რაოდენობა 250%-ით გაიზარდა.

როგორც ცნობილია, დამნაშავეები დიდწილად ეყრდნობიან XMRig-ს, ცნობილ Monero-ს პროგრამას. Aqua Security-მ განმარტა:

”მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინს აქვს უკეთესი საჯაროობა, ვიდრე მონეროს, ჰაკერები მაინც მონეროს ამჯობინებენ, გამომდინარე მონეროს ანონიმურობის სერვისისა. ბიტკოინთან შედარებით ის ბევრად დიდ ყურადღებას აქცევს ანონიმურობას.“

როგორც კი ციფრული ვალუტების ფასებმა მოიმატა, კიბერ უსაფრთხოების კომპანიის, Symantec–ის კვლევის თანახმად, მკვლევარები მოწმენი გახდნენ კრიპტოვალუტაზე კიბერ შეტევების რაოდენობის გაზრდისა.

შეგახსენებთ რომ, ივლისის ბოლოს აშშ-ში კიბერ თაღლითობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. საიდუმლო სამსახურის მიერ შექმნილი კიბერ თაღლითობის სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული კიბერდანაშაულების მზარდი ტენდენციის წინააღმდეგ ბრძოლას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი