კომპანია Kakao-ს კრიპტო მომხმარებელთა რიცხვი იზრდება

    მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ივნისში სამხრეთ კორეულ ბირჟაზე, Coinone-ზე მომხმარებელთა რიცხვმა მოიმატა. მომატებული რიცხვი კი დაახლოებით 10,000 ადამიანს შეადგენს.

    Coinone-ი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც Kakao-მ კრიპტო ოპერაციები შეტყობინებების პროგრამის, KakaoTalk-ის ნაწილად აქცია.

    გაშვებიდან მალევე, კომპანიამ განაცხადა, რომ მათი მესენჯერის ახალმა კრიპტო ფუნქციამ 100000 მომხმარებელზე მეტი მოიზიდა.

    უნდა აღინიშნოს, რომ Kakao-ს ღირებულება სამჯერ მეტია რეგიონში არსებულ სხვა კომპანიებზე. სწორედ ეს ფაქტი იწვევს ბირჟაზე მოთხოვნის ზრდას.

    Kakao სამხრეთ კორეის ინტერნეტ ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მფლობელია.

    ამჟამად Coinone–ი სამხრეთ კორეის მთლიანი შიდა ბაზრის 10%-ს მოიცავს. CoinMarketCap–ის ბოლო მონაცემებით, კი კომპანია მე-12 ადგილზეა.

    შეგახსნებთ რომ, Kakao სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ჩეთის აპლიკაციას, KakaoTalk-ს მართავს.

    ამასთანავე, ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Kakao საკუთარი Blockchain პლატფორმის შექმნას აპირებდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *