აშშ-ს შემოსავლების სამსახური კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საგრანტო კონკურსს აცხადებს

0
1154

აშშ-ს შემოსავლების სამსახური 625,000 აშშ დოლარის ოდენობის სარგებელს გადასცემს მას, ვისაც შეუძლია გატეხოს კონფიდენციალურობის საიდუმლოებით დაცული მონეტები, როგორიცაა Monero და ასევე მოახდინოს ოპერაციების კვალი დაფარვა Bitcoin Lightning ქსელში.

Monero კრიმინალურ ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთი სასურველი ციფრული ვალუტაა.

ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ შემოსავლების სამსახური სამუშაო პროტოტიპებს 16 სექტემბრამდე მიიღებს.

წარმატებით ტესტრირების შემთხვევაში წარმდგენები მიიღებენ თავდაპირველ დაფინანსებას 500,000 დოლარის სახით, რაც საშუალებას მისცემს მათ განავითარონ თავიანთი პროქტები მომდევნო 8 თვის განმავლობაში. წინადადების დამტკიცების შემთხვევაში კი მონაწილეები დაამატებით 125,000 დოლარს მიიღებენ.

გამარჯვებული პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს, როგორიცაა: გარიგებების, გადარიცხული თანხების, პირადი საფულეებიდან თანხის გასავლის და შემოსვლის თარიღების დადგენა. ასევე პროგნოზირება სამომავლო გადარიცხვებისა და რაც მთავარია, პროგრამა ავტომატურად უნდა ახდენდეს განახლებას, რათა ხელი შეუწყოს შემქმნელებს მისი შემდგომი განვითარებისათვის.

საბოლოო ჯამში ეს დაეხმარება საგამოძიებო მოქმედების სპეციალურ აგენტებს ფინანსური დანაშაულებების გახსნაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი