სამხრეთ კორეის მთავრობა კრიპტო სექტორს ფიზიკური შეხვედრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

0
1447

სამხრეთ კორეის მთავრობა საზოგადოებას აფრთხილებს, რომ თავიდან იქნას აცილებული კრიპტო ლაივ შეხვედრები. გაფრთხილება ქვეყანაში კორონავირუსის ფართომასშტაბიან გავრცელებას უკავშირდება.

ადგილობრივი მედიასაშუალებებში არის ციტირებული კომპანიის განცხადება: Muhan Group-ი- არარეგისტრირებული კომპანია, რომელიც გაყიდვებს პირდაპირ საცხოვრებელი სახლიდან ახორციელებს მედია ამას თაღლითურ სქემას უწოდებს.

ამასთანავე, სეულში, გვანკის რაიონის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ბოლო თვეში Muhan Group-ის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე კორონავირუსის 83 პოზიტიური შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყნის ფინანსური მომსახურების კომისიამ განაცხადა:

”მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ საკუთარ სახლებში COVID-19 პრევენციის სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად, და თავი შეიკავონ მცირე შეხვედრებზე დასწრებისა და ინვესტიციებთან დაკავშირებული ბრიფინგებისგან.”

Muhan Group-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც სამხრეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლები პანდემიის გამო სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ.

სულ რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეის Blockchain კომპანიის 44 თანამშრომელს COVID-19 დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის გაზაფხულზე სამხრეთ კორეა კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების გამო გარკვეული დროით “წითელ ზონად” იყო გამოცხადებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი