კვლევა:კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრების შემთხვევები ტრადიციულ ვალუტებთან შედარებით მცირეა

0
1314

ბრიტანულმა უსაფრთხოების კომპანია BAE Systems–მა და მსოფლიოში ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოებამ, SWIFT–მა ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელშიც აღწერილია სქემა, თუ როგორ იყენებენ კიბერ კრიმინალები კრიპტოვალუტას.

საქმე ფულის გათეთრებას ეხება.

კვლევის თანახმად, კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრების შემთხვევები ტრადიციულ ვალუტებთან შედარებით ჯერ კიდევ მცირეა.

არსებობს რამდენიმე საყურადღებო მაგალითი, რომელსაც მოხსენება სიღრმისეულად განიხილავს. ამ მაგალითებში შედის ფულის გათეთრების მეთოდები, რომლებიც Lazarus-ის ჯგუფმა, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მიერ დაფინანსებულმა ცნობილმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, გამოიყენა.

აგვისტოს ბოლოს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ფინანსური დამკვირვებელი კრიპტოვალუტის კომპანიებისგან მოითხოვს, რომ კომპანიებმა ყოველწლიური ფინანსური დანაშაულის შესახებ ანგარიშები წარადგინონ, რათა რეგულირების კუთხით მონაცემები გამჭვირვალე გახდეს.

კრიპტოვალუტის კომპანიები შესაძლოა, მალე აღმოჩნდნენ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოთხოვნების დაკმაყოფილების პირისპირ.

ამის პარალელურად კი, ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახური თავისი საგამოძიებო შესაძლებლობების გაფართოებას ცდილობს, რათა გამოამჟღავნოს კრიპტო თაღლითური გარიგება და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ქსელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი