ბრუქინგსის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ვირტუალური კონფერენციის დროს, ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ ხაზი გაუსვა, რომ კრიპტო აქტივები უბრალოდ შეუფერებელია გადახდის სამყაროში.
კრიპტოვალუტებისა და ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის შესახებ მომზადებულ შენიშვნებში ბეილიმ განაცხადა, რომ ბიტკოინი არის აქტივი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ფულთან.
მანამდე კი ინგლისის ბანკის მმართველმა განაცხადა, რომ “ტრადიციული” განმარტებით, ბიტკოინი არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგალურ ვალუტად.
ლონდონის რეგენტის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელი ამტკიცებდა, რომ ბიტკოინი ვერ აკმაყოფილებდა ტრადიციული ვალუტის ორ ძირითად მოთხოვნას.
პირველი ეს იყო, რომ სტანდარტულ საფინანსო სისიტემაში ბიტკოინით ვაჭრობა შეუძლებელი იყო და მეორე მიზეზი, მარკ ქერნის აზრით, ბიტკოინი არ წარმოადგენდა ღირებულებას.
თუმცა, ქერნიმ ისიც აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა Blockchain-ის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც მას მიმზიდველს ხდის.