ინდოეთის კვების მრეწველობაში Blockchain ტექნოლოგია ინერგება

0
1306

აგრიოტას ელექტრონულმა ბაზარმა შესაძლოა, ინდოეთის ფერმერებს მეტი შესაძლებლობა მისცეს არაბთა გაერთიანებული საემიროების მრავალმილიარდიან კვების მრეწველობაში.

31 აგვისტოს ანგარიშის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროები ახალ პლატფორმას გამოიყენებენ, რომელიც Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.

როგორც ცნობილია, პლატფორმა გამჭვირვალობას ინდოეთის ფერმებიდან სურსათის მომარაგების ჯაჭვის გადამოწმებით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში კვების გადამამუშავებელი კომპანიებისთვის უზრუნველყოფს.

არსებითად, პლატფორმა საშუალებას მისცემს ინდოელ ფერმერებს დაუკავშირდნენ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კვების მრეწველობის ფირმებს, რათა შესთავაზონ მარცვლეული, თესლი, ხილი, ბოსტნეული და სანელებლები.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ინდოეთში Blockchain ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

მაისის დასაწყისში ინდური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აგროსტარტაპი Agri10x-ი ინდოეთის მთავრობასთან პარტნიორობას იწყებდა. პარტნიორობის მიზანი ინდოეთის ფერმერებისთვის შემოსავლის ზრდა იყო.

Agri10x-ის Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმა ფერმერებს საშუალებას აძლევს, რომ მესამე მხარის ჩაურევლობის გარეშე, პროდუქცია პირდაპირ მომხმარებელს მიაწოდონ.

შეფახსენებთ, რომ ინდოეთის სოფლის მეურნეობისა და გადამუშავებული კვების პროდუქტების ექსპორტის განვითარების ორგანოს მონაცემებით, ქვეყანამ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 2019 წელს 1 მილიარდ დოლარზე მეტი საკვები პროდუქტის ექსპორტი მოახდინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი