ტეილორ უინკლევოსი: ბიტკოინის ფასი 500.000 დოლარს მიაღწევს

0
1342

ტეილორ უინკლევოსი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი გრძელვადიან პერსპექტივაში 500.000 დოლარს მიაღწევს.

მისი აზრით, ბიტკოინს შეუძლია ოქროზე ღირებული აქტივი გახდეს. ბიტკოინს აქვს პოტენციალი, რომ გლობალური ბაზრის წამყვან უსაფრთხო საშუალებად იქცეს.

ქემერონ უინკლევოსი კი აცხადებს, რომ ბიტკოინი თავისი შესაძლებლობებით ციფრულ ოქროზე მეტია.

”იმის გამო, რომ ბიტკოინი არის ღია პროგრამული უზრუნველყოფა, მისი შესაძლებლობები უსაზღვროა.

მე ხშირად ვლაპარაკობ ოქროზე, როგორც მიზნობრივი ბაზრის მთავარ საკითხზე, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია … ეს არის ციფრული ოქრო, სიმართლის წყარო და ა.შ. … “,- აღნიშნა Winklevoss Capital-ისა და კრიპტოვალუტის ბირჟის, Gemini-ს თანადამფუძნებელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ უინკლევოსები ციფრული ვალუტის მიმართ უაღრესად პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

მათ განაცხადეს, რომ 10-20 წელიწადში ბიტკოინის ფასი ახლანდელზე 30-40-ჯერ მეტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ოქროს საბაზრო კაპიტალიზაცია ამ ეტაპზე შეფასებულია 9 ტრილიონი აშშ დოლარით, ხოლო ბიტკოინის კაპიტალიზაცია 200 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი