ირანში ლიცენზიის გარეშე მომუშავე მაინინგის კომპანიები დახურეს

0
1221

ირანის ენერგოკომპანიის Tavanir-ის მეშვეობით 1100 მაინინგის ფერმა დახურეს. მაინინგის ფერმების დახურვის მიზეზი სათანადო ლიცენზიების გარეშე მუშაობაა.

კრიპტოვალუტის მაინინგის ეროვნული კანონი ამბობს, რომ მაინერებმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა წარადგინონ.

ეს ინფორმაცია მოიცავას მაინინგის ფერმების შესახებ ინფორმაციას და კომპანიების აპარატურის ტიპს. მაინერებად განისაზღვრება, როგორც ფიზიკური პირები და ასევე კომპანიები.

არალეგალური ციფრული ვალუტის მაინინგი 2,000–დან 5,000 აშშ დოლარამდე ჯარიმას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, ყველა კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია ვალდებულია ოფიციალური რეგისტრაცია გაიროს.

დარეგისტრირების შემდეგ კომპანიები ლიცენზიას მიიღებენ.

როგორც ცნობილია, ლიცენზიას ირანის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს გასცემს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ირანის მთავრობის მოთხოვნები, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული არასასურველი მოქმედებების შემცირებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ, ირანის მთავრობამ კრიპტოვალუტის მაინინგს ინდუსტრიული საქმიანობის სტატუსი მიანიჭა.

ეს გადაწყვეტილება კაბინეტმა პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის თავმჯდომარეობით მიიღო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი