კანადაში ბიტკოინის გამოყენებით თაღლითობის შემთხვევები დაფიქსირდა

0
1225

ონტარიოს პროვინციის ქალაქი ვატერლოო არის პირველი კანადური ქალაქი, რომელმაც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ზოგადი გაფრთხილება გამოსცა. ეს კი მას შემდეგ, რაც 78 მკვიდრისგან ციფრული ვალუტა არალეგალურად იყო მითვისებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვატერლოოს მაცხოვრებლებმა 430,000 დოლარზე მეტი დაკარგეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ 78 ადამიანიდან მხოლოდ 29 ივლისში დაზარალდა.

ამასთანავე, სამართალდამცავმა უწყებამ გაარკვია, რომ თაღლითებმა ბიტკოინების მითვისების გარდა, ფულის გათეთრებაც დაიწყეს.

თაღლითური შემთხვევების მზარდმა რაოდენობამ პოლიციას უბიძგა იმისკენ, რომ თაღლითების შესახებ კამპანია წამოეწყო.

კანადის თაღლითობასთან ბრძოლის ცენტრმა ასევე მონაცემები გაავრცელა, რომლებიც დაკავშირებული იყო ბიტკოინის არალეგალურ გამოყენებასთან.

2020 წლის პირველ შვიდი თვის განმავლობაში, ცენტრმა 23.655 შეტყობინობა თაღლითობის შესახებ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა 300.000-ზე მეტი ყალბი ვებ-მისამართი დააფიქსირა, რომელიც მომხმარებელს ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდებდა.

ამ საიტების ნახევარზე მეტი კრიპტოვალუტის ინვესტიციის თაღლითურ სქემას მიეკუთვნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი