ქართველების დაინტერესება ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მიმართ სულ უფრო მეტად იზრდება, თუმცა მათზე წვდომა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი ბაზარზე ქართული კრიპტო ბირჟის გამოჩენისა. GEX.ge-ზე მომხმარებელს არა მხოლოდ უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარშიც შეეძლება ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა.
ამასთან, GEX.ge საშუალებას იძლევა მარტივად, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით იყიდოთ და გაყიდოთ სასურველი კრიპტოვალუტა ან განახორციელეოთ რთული სავაჭრო ალგორითმები, Market და Limit დავალებების გამოყენებით.
GEX – ის აღმასრულებელი დირექტორის ხვიჩა კოპინაძის განცხადებით, ბირჟას კონკურენტებთან შედარებით შემდეგი უპირატესობები გააჩნია:
- ლარით ვაჭრობის შესაძლებლობა. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ივაჭრონ როგორც აშშ დოლარში, ისე ეროვნული ვალუტის გამოყენებით.
- სწრაფი ვერიფიცირება. მომხმარებელი პასუხს ვერიფიცირებაზე რეგისტრაციის ფორმის შევსებიდან, მაქსიმუმ ერთ დღეში იღებს.
- კრიპტოვალუტების ფართო არჩევანი. ბიტკოინსა და სხვა მსხვილ კრიპტოვალუტებთან ერთად, GEX მომხმარებელს აძლევს ისეთი სტაბილური კოინებით ვაჭრობის საშუალებას, როგორიცაა USDT
- ბირჟის სიმარტივე. GEX-ის ვებ-გარემოს შექმნაზე მუშაობდნენ წამყვანი სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ისე აშშ-დან. შედეგად, პროდუქტს ახასიათებს მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული, ინტუიტიური ინტერფეისი და მოქნილი სავაჭრო გარემო.
- ყველაზე მაღალი ლიკვიდობა რეგიონში. კომპანიაში აცხადებენ, რომ GEX-ს აქვს ყველაზე მაღალი ლიკვიდობა რეგიონში, რაც განაპირობებს გარიგებების სწრაფ და გარანტირებულ შესრულებას.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებელს შეუძლია GEX-იდან ფულის გატანა სწრაფად როგორც VISA/Mastercard ბარათების, ასევე საბანკო გადარიცხვების გამოყენებით.
ადგილობრივ ბაზართან ერთად, GEX-ის გეგმები უკავშირდება მეზობელ ქვეყნებს. კომპანიაში თვლიან, რომ სწორედ ამ ქართულ პროდუქტს აქვს პოტენციალი აითვისოს რეგიონის კრიპტოსავალუტო ბაზარი.