მედია: Blockchain ტექნოლოგია აზიის რეგიონში პანდემიის ფონზე მაინც ვითარდება

0
1359

ბოლო პერიოდში მედია აქტიურად წერს, რომ აზიის ქვეყნებმა პანდემიის ფონზე Blockchain ტექნოლოგიის განვითარების გზებს მიაგნეს.

კორონავირუსის პანდემიამ აზიის ბევრი ქვეყანა აიძულა, რომ მონაცემები Blockchain-ის სისტემაში განეთავსებინა.

Nikkei Asian-ის სტატია ყურადღებას ამახვილებს ტექნოლოგიის უსაფრთხოებაზე.

Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტო მონაცემების პლატფორმა LongHash–მა რამდენიმე დღის წინ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ჩინეთის Blockchain სექტორი მიუხედავად პანდემიისა, არსებითად გაზრდილია.

კომპანიის განცხადების მიხედვით, იანვრიდან ივლისის ჩათვლით 10.000-ზე მეტმა Blockchain კომპანიამ მუშაობა დაიწყო.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთში Blockchain-თან დაკავშირებული კომპანიების ამჟამინდელი რაოდენობა 2017-2018 წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზეა.

მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებულია 84,410 კომპანია და აქედან 29,340 ოფიციალურად ფუნქციონირებს.

გარდა აზიის რეგიონისა, კორონავირუსის პანდემიის დროს ტექნოლოგიის პოზიტიურ როლს ხედავენ ევროპაშიც.

”Post-COVID-ის პერიოდი Blockchain საზოგადოებისთვის განვითარების ახალი ეტაპია. ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, რომ ადაპტირების პროცესი დააჩქაროს”,-განაცხადა გიბრალტარში დაფუძნებული ერთ-ერთი Blockchain კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვლევების მიხედვით, Blockchain ტექნოლოგიის გლობალური ბაზარი 2023 წელს 15.88 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი