კიმ დოთქომი: აშშ-ს დოლარი უსარგებლო გახდება

0
1536

ინტერნეტ ბლოგერმა და ციფრულ სამყაროში მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის მებრძოლმა, კიმ დოთქომმა Twitter-ზე დაწერა, რომ სულ აშშ-ს დოლარი უსარგებლო გახდება.

კიმ დოთქომმა 2018 წელს გაკეთებული პროგნოზიც გაიხსენა. ორი წლის წინ ის ამტკიცებდა, რომ საჭირო იყო ბიტკოინისა და ოქროს შეძენა, რადგან აშშ დოლარის სარგებლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.

მისივე თქმით, აშშ-ს დოლარის კოლაფსი გარდაუვალი ეკონომიკური მოვლენა იყო.

“დადგება რთული დრო. კარგი იქნება, თუ თქვენს აქტივებს დაიცავთ, რათა კრიზისს მომზადებულები შეხვდეთ. 100%-ით დარწმინებული ვარ დოლარის კრიზისში”,- წერდა 2018 წელს კიმ დოთქომი.

დღეს კი მან თავის “მიმდევრებს” ბიტკოინის ფასის მატება მიულოცა და ვაჭრობის დაწყება ურჩია.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის კურსმა 12.000 დოლარის დონე გადალახა და ფასი ახლა 12.330 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი