ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული იუანის საფულის ტესტირება დაიწყო

0
1414

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის კომერციული ბანკების ჯგუფმა ციფრული საფულის ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყო.

ტესტირება ჩინეთის ეროვნული ციფრული ვალუტისთვის, ციფრული იუანისთვისაა განკუთვნილი.

”როიტერის” ინფორმაციით, ბანკები გადარიცხავისა და გადახდების ოპერაციებს ციფრული იუანის საშუალებით აკეთებენ.

რამდენიმე დღის წინ ჩინეთის სახალხო ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთმა აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი ციფრული იუანის განვითარებას.

ოფიციალურ განცხადებაში კი აღნიშნული იყო, რომ 2020 წლის მეორე ნახევარისთვის ქვეყნის ცენტრალური ბანკის მთავარი პრიორიტეტი ციფრული იაუნის განვითარება იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი კრიპტო რეგულირების თვალსაზრისით საკმოდ “მკაცრია”, ქვეყანა მსოფლიოში ეროვნული ციფრული ვალუტის განვითარებასთან დაკავშირებით ლიდერია.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკი სტაბილურად პროგრესირებს ეროვნული ციფრული ვალუტის განვითარების საქმეში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჩინეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, იგი ამბობს, რომ ციფრული ვალუტა ნაღდ ფულს შეცვლის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი