Sberbank-მა შესაძლოა, საკუთარი ციფრული ვალუტა შექმნას

0
1176

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში მოღვაწე უმსხვილესი ბანკი ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს.

Sberbank-ი რუსეთის ფედერაციის უდიდესი ბანკია. ბანკის განცხადების თანახმად კი, შესაძლებელია, ციფრული ვალუტის გეგმის შემუშავება.

ბანკის წარომადგენელი, სერგეი პოპოვი აცხადებს, რომ რუსეთის საბანკო გიგანტი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნაზე ფიქრობს, რომლის ყიდვაც რუსული რუბლით იქნება შესაძლებელი.

მანამდე Sberbank-ის გენერალური დირექტორი მიიჩნევდა, რომ მსოფლიო მასშტაბით მთავრობები კონკრეტულ მოდელს კრიპტოვალუტის განვითარების შესახებ მომდევნო 10 წლის განმავლობაში არ შეიმუშავებდნენ.

“კრიპტოვალუტის მომავალი არ არის ნათელი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო არ დაუშვებს დეცენტრალიზებულ კრიპტოვალუტებს”,-განაცხადა Sberbank-ის გენერალურმა დირექტორმა.

ამასთანავე, იგი დარწმუნებული იყო, რომ კრიპტოვალუტის მომავალი Blockchain ტექნოლოგიასთან ერთად უნდა განიხილებოდეს.

“Blockchain ტექნოლოგია ახლა მზად არ არის. როდის იქნება მზად? ჩემი აზრით, 3-5 წელიწადში. Blockchain-ის პოტენციალი საკმაოდ დიდია. მასში ჩადებული ფილოსოფია ბევრ სფეროს მკვეთრად შეცვლის. ამ ტექნოლოგიის დახვეწამ შესაძლოა, უზარმაზარი შედეგები მოგვცეს, როგორც ბიზნესის სფეროში ასევე სამოქალაქო სექტორში”,-აღნიშნა Sberbank-ის გენერალურმა დირექტორმა, ჰერმან გრეფმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი