ანალიტიკოსი: ინდოეთის ბანკები კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესს გამოხატავენ

0
1297

Blockchain.com–ის კვლევის ხელმძღვანელი, გარიკ ჰილმანი ინდოეთის ბანკების მხირდან კრიპტო დაინტერესებაზე საუბრობს.

მედიასთან საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ ინდოეთის ბანკები კრიპტოვალუტის მიმართ დაინტერესებას გამოხატავენ, მაგრამ მარეგულირებელი წესების გაურკვევლობის გამო სკეპტიკურად უყურებენ ამ სივრცეში გადასვლას.

გასული კვირის დასაწყისში, ინდოეთის რეგულაციების შესახებ კრიპტობირჟა, WazirX–ის დირექტორმა ნიშალ შეთიმ ასევე ხაზი გაუსვა, იმ ფაქტს რომ ინდოეთის ბანკებს სურთ Blockchain და კრიპტოვალუტის სივრცეში ჩართვა.

ივნისის ბოლოს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის ბანკები თავს არიდებდნენ კრიპტო კომპანიებთან მუშაობას. ეს კი ხდებოდა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ბანკებისა და ციფრული სექტორის თანამშრომლობა კანონიერ საქმიანობად უკვე იყო მიჩნეული.

მარტის თვეში კრიპტოვალუტისთვის საბანკო აკრძალვა გაუქმდა. ამით ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყანაში ციფრული სექტორის განვითარება წაახალისა.

ინდოეთის სარეზერვო ბანკის კრიპტო აკრძალვის გაუქმებამ ინვესტიციების ზრდა განაპირობა. ადგილობრივი ინდუსტრიის ზრდა კანონმდებლებს ძლიერი მარეგულირებელი სტრუქტურის შექმნის საშუალებას მისცემს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი