ექსპერტი: ჩინეთის ბაზრის ნაწილს კრიპტოვალუტა დაიკავებს

0
1455

ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა ციფრული კაპიტალის ბაზრის ნაწილი აუცილებლად იქნება.

ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ქსიაო გენგი ამბობს, რომ ქვეყანის ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია “ემუქრება”. ამიტომ საჭიროა სწორი რეგულაციების შემოღება, რათა ეკონომიკა განვითარდეს.

ამის შესახებ ქსიაო გენგნიმ China Financial 40 Forum-ზე ისაუბრა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კი ყოფილი თავმჯდომარის თქმით, გადაუდებელი აუცილებლობაა ციფრული რეფორმის გატარება:

”ციფრული კაპიტალის ბაზრის განვითარება ორგანიზაციული ცვლილების პრობლემის წინაშე დგას. ყველაზე ტიპური, მაგალითად კრიპტოვალუტის საკითხია. როგორ უნდა გავუმკლავდეთ ასეთ ორგანიზაციულ ცვლილებებს ასევე პრობლემაა, რომლის წინაშეც ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ”.

ქსიაო გენგის აზრით, ციფრული კაპიტალის ბაზარზე ზოგიერთი პროდუქტისა და მომსახურების საზღვრები ბუნდოვანი ხდება. ამჟამინდელი კანონები და რეგულაციები კი ბაზარზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. მისი თქმით, ბალანსის დარღვევა, რომელიც ინვესტორებისა და კომპანიების დაცვას ეხება, შესაძლოა, პოტენციურად დიდი პრობლემები გამოიწვიოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი