ავღანეთის ჯანდაცვის სისტემა ფალსიფიცირებული მედიკამენტების წინააღმდეგ ბრძოლაში Blockchain-ს გამოიყენებს

0
1204

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტრო და რამდენიმე ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანია Fantom-ის Blockchain-ს გამოიყენებენ, რათა ფალსიფიცირებული წამლების აღრიცხვა მოხდეს.

გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საპილოტე პროგრამაში გამოყენებული იქნება ოთხი სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტის 80,000 ერთეული. წარმატებული ტესტირების შემდეგ კი პროგრამა ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას.

განცხადებაშიც ისიც არის აღნიშნული, რომ 2017 წელს ადგილობრივმა სამართალდამცავებმა 100 ტონა ვადაგასული და სტანდარტებთან შეუსაბამო მედიკამენტი ამოიღეს.

პროდუქციის ჯაჭვური მეთოდის მიკვლევით, კომპანია იმედოვნებს, რომ შექმნის აუდიტის შეუცვლელ Blockchain-ს, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტების გამოშვების თარიღის აღრიცხვას და დისტრიბუციას.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს Blockchain კომპანია FantomOperations-სთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავდა ქვეყნის ჯანდაცვის სექტორში ტექნოლოგიის ინტეგრეციას.

როგორც ცნობილი გახდა, მემორანდუმის პირობები მოიცავდა ყალბი მედიკამენტების იდენტიფიცირებას, კლინიკებში სამედიცინო რეესტრების შექმნას და პაციენტების ფაილების გაციფრულებას. ინიციატივის კომენტირებისას, ავღანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მინისტრმა ფეროზუდინ ფეროზმა აღნიშნა:

”საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ელექტრონული მმართველობა ჯანდაცვის სექტორში. Blockchain ტექნოლოგია სამინისტროს დაეხმარება გამჭვირვალობის საკითხში”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი