შვეიცარიის საფონდო ბირჟის SIX-ის თავმჯდომარე რომეო ლეიშერი აცხადებს, რომ “შვეიცარიის ფრანკის” კრიპტო-ვერსიის შესაქმნელად საზოგადოებაში დიდი სურვილი არსებობს.
25 იანვარს Financial Times-თან საუბრისას რომეო ლეიშერმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ასეთი ინიციატივს მხოლოდ მიესალმება.
“e-franc ცენტრალური ბანკის კონტროლის ქვეშ გაცილებით ჯანსაღ გარემოს შექმნის. ასე, რომ ეს კარგია ეკონომიკისათვის”,- აღნიშნა რომეო ლეიშერმა.
შვეიცარიის მთავრობა კრიპტოვალუტისა და Blokchchain-ის სახელმწიფო დონეზე ინტეგრირების შესახებ დადებით კონტექსტში სულ უფრო მეტად საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სფერო ბიტკოინის მიმართ არცთუ კეთილგნაწყობილია.
შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ე.წ. e-franc-ის შექმნის საჭიროება არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ იანვარში დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შვეიცარიის სახელმწიფო ბანკის თავმჯდომარემ თომას იორდანმა აღნიშნა, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები გარკვეულ რეგულაციებს უნდა ემორჩილებოდეს.
“ეს შეუძლებელია, ერთის მხრივ, შეუზღუდავი ფულის ბრუნვა და მეორე მხრივ, სრულიად ანონიმური საშუალება, რომლითაც ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელებაა შესაძლებელი”,- განაცხადა თომას იორდანმა.