იაპონური Blockchain კომპანია საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნის

0
1339

იაპონურმა Blockchain კომპანიამ, Soramitsu-მ განაცხადა, რომ ახალი ადგილობრივი ციფრული ვალუტის ტესტირებას ფუკუშიმას უნივერსიტეტში დაიწყებს.

ანგილობრივი მედიის ცნობით, ციფრული ვალუტა სახელწოდებით “თეთრი ვეფხვი” კაფესა და მაღაზიებში შემოწმდება. ფუკუშიმას პრეფექტურის Aizu University-ში კრიპტოვალუტის ტესტირება პირველი ივლისიდან დაიწყება.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, პროექტში მონაწილე მაღაზიებს შეეძლებათ გადასახადის მიღება ამ ტერიტორიის მცხოვრები დაახლოებით 120,000 მაცხოვრებლისგან.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ტოკიოში მდებარე Soramitsu არის ერთ-ერთი პირველი Blockchain კომპანია, რომელიც კამბოჯაში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარებაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს უნივერსიტეტმა Blockchain ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი გახსნა. კურსის გახსნას რამდენიმე კომპანიამ დააფინანსა.

მათ შორის იყო Sumitomo Mitsui და Ethereum Foundation-ი.

მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, ტოკიოს უნივერსიტეტის წარმომადგენლენმა აღნიშნა, რომ ეს იქნებოდა საინჟინრო კურსი, რომელიც ინოვაციურ Blockchain ტექნოლოგიას შეისწავლიდა. კურსი სამწლიანია და ის 2018 წლის პირველი ნოემბრიდან დაიწყო და 2021 წლის 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი