ვენესუელის მთავრობამ კრიპტოვალუტის შესახებ უფასო ტრენინგ-კურსების ჩატარება დაიწყო. ტრენინგი ქვეყნის იმ მოქალქეებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სურს იცოდეს, თუ როგორ იყიდოს ან გაყიდოს ციფრული ვალუტა.
ტრენინგ-კურსბზე ძირითადად, საუბარი მთავრობის მიერ ეროვნული კრიპტოვალუტის პეტროს შესახებ მიმდინარეობს.
სასწავლო ცენტრი Granja Laboratorio Petro კარაკასში პეტროს გაყიდვის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გაიხსნა.
კარმენ სალვადორი, კრიპტოვალუტის ტრენინგ-პედაგოგი ახლადშექმნილი სასწავლო კურსის შესახებ ამბობს, რომ სკოლა მსურველებს უფასოდ ემსახურება, მაშინ, როცა საერთაშორისო მასშტაბით ნებისმიერი ტრენინგი კრიპტოვალუტის შესახებ 500-დან 800 დოლარამდე ღირს.
“ბევრი ჩვენი ახალგაზრდა ვერ ერკვეოდა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებში, მაგრამ ვენესუელის სახელმწიფო გარანტიას იძლევა, რომ მიღებული ცოდნით ყველა შეძლებს ციფრული ვალუტის სამყაროში მონაწილეობას”, – აღნიშნა კარმენ სალვადორმა.
შეგახსნებთ, რომ ვენესუელამ ნავთობით გამყარებული კრიპტოვალუტა პეტროს გამოშვება გასულ კვირას დაიწყო. 20 თებერვალს პეტროს წინასწარი გაყიდვის დაწყებიდან მინიმუმ 735 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორცილედა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, პირველი ორი დღის განმავლობაში პეტროს გაყიდვამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.